1. ადგილზე მიტანის ბლანკი გთხოვთ შეავსოთ ყურადღებით, მიუთითეთ ზუსტი მისამართი (ქუჩა, ჩიხი, სახლი, კორპუსი, ბინა, სართული, თუ ოფისია მისამართთან ერთად მიუთითეთ კომპანიის დასახელება), მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ადგილზე მიტანა ვერ მოხერხდა თქვენს მიერ არასწორად მითითებული ინფორმაციის გამო (მაგ: ქუჩის ნომერი და სხვა,) ამ შეთხვევაში შეკვეთა ითვლება შესრულებულად, თქვენი თაიგული შეინახება 24 საათის განმავლობაში ყვავილების სალონში და შემკვეთს ან მიმღებს შეუძლიათ მიაკითხონ.
2. იმის გამო, რომ შეცდომები ავიცილოთ თავიდან გთხოვთ მიუთითოთ მიმღების ტელეფონის ნომერი, ჩვენი მენეჯერი დაუკავშირდება მას და შეათანხმებს ადგილზე მიტანის პირობებს.
3. თქვენ შეგიძლიათ არ მიუთითოთ მიმღების ტელეფონის ნომერი, თუ დარწმუნებული ხართ, რომ თაიგულის მიტანის დროს მიმღები აუცილებლად დაგვხდება თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე. თუ მიმღები არ დაგვხდება ადგილზე, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ თაიგული დავუტოვოთ მესამე პირს (მეზობელს ან კოლეგებს). ამ შეთხვევაში შეკვეთა ითვლება შესრულებულად, მაგრამ თუ ყვავილების გადაცემა ვერ მოხერხდა მესამე პირზეც თქვენი თაიგული შეინახება 24 საათის განმავლობაში ყვავილების სალონში და შემკვეთს ან მიმღებს შეუძლიათ მიაკითხონ.
4. ყვავილების ონლაინ მაღაზია taiguli.ge გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის თაიგულებსა და კომპოზიციებს. რიგ შემთხვევებში ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ყვავილის და შესაფუთი მასალის ეკვივალენტურ ჩანაცვლებას, (რადგან ზოგიერთი ყვავილი არის სეზონური) იმ პირობით, რომ საერთო დიზაინი, ფერთა გამა და ფასი იქნება შენარჩუნებული
5. ჩვენ ვიძლევით გარანტიას, რომ ყველა ინფორმაცია, რომელიც გადმოგვეცემა თქვენი შეკვეთის დასამუშავებლად, კონფიდენციალურია და არ ექვემდებარება მესამე პირზე გადაცემას. მიმღები ინფორმაციას შემკვეთის შესახებ იღებს მხოლოდ ბარათზე არსებული ტექსტიდან. ყველა დანარჩენი მონაცემები, რომელიც მითითებულია შეკვეთის შესასრულებლად, მიმღებს არ გადაეცემა.
6. საკრედიტო ბარათით გადახდის უსაფრთხოება დაცულია ბანკი TBC უნივერსალური მულტისაბანკო სისტემით. იმისათვის რომ განახორციელოთ გადახდა საჭიროა თქვენი ბარათის მონაცემები, ამ მონაცემების გადაცემა ხორციელდება უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით ბანკი TBC ინტერნეტ გვერდზე. ინფორმაცია გადაიცემა დაშიფრული სახით და ინახება მხოლოდ სპეციალიზირებულ საბანკო სერვერზე
7. შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია შეკვეთის გაფორმებიდან ერთი საათის განმავლობაში წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე (taiguli@hotmail.com)